პორტფოლიო

გამოსცადე უკონტაქტო ონლაინ-გაყიდვების შესაძლებლობა გადახდის სანდო სერვისით – გაეცანით ჩვენს არსებულ პროექტებს.

ირინეული

ხელნაკეთი შოკოლადების ონლაინ მაღაზია. “ირინეულში“, ბრენდის მიერ შემოთავაზებულ შოკოლადის სადღესასწაულო ნაკრებებთან ერთად, სასურველი დიზაინის ნაკრების შეკვეთებიც მზადდება.

“ირინეულის” პროდუქცია იქმნება საბერძნეთიდან იმპორტირებული, ევროკავშირის სტანდარტების მასალით: შოკოლადი, ვაფლი, შოკოლადის კრემი, ნუშის კრემი, საკონდიტრო საღებავები და სხვ. შიგთავსში გამოიყენება ქართული თხილეული.

ლა მიუზ

მულტიფუნქციური ესთეტიკური ცენტრი და სასწავლო აკადემიის ერთიანი სივრცე. აქ დაგხვდებათ კომფორტული გარემო და კვალიფიკაციური პერსონალი- რომელთა ინდივიდუალური მიდგომა არავის ტოვებს გულგრილს.

თინანო

Tinano არის სოლო ბრენდი, რომელიც ქმნის ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებს, მათთვის, ვინც აფასებს პრაქტიკულობას და სადა ნივთებს. პროდუქტი არა მხოლოდ მომხიბლავია, არამედ გრძელვადიანი და ადვილად მორგებადი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

ART-K

არტ-ქეი Art-K 2019 წლიდან აწარმოებს ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს ნატურალური ქვებით და აქსესუარებს , ხოლო 2024 წლიდან ამრავალფეროვნებს არჩევანს და სხვადასხვა ხელნაკეთ, მოხატულ ნივთებსაც გვთავაზობს.

Legenda

ჩვენი პარტნიორი კომპანიის ვებგვერდზე ინტეგრირებულ იქნა მარტივი გადახდების სისტემა. ახლა უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ სამკაულები Legenda.ge-ზე, იხილოთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამკაულების მოტივებზე შექმნილი ანალოგები.

Peanut Store

სრულიად ნატურალური და მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებული არაქისის კარაქი. Peanut Store-ი ეფუძნება ერთ პრინციპს – პროდუქცია იყოს ყოველთვის სუფთა და 100% ნატურალური.

8000 History

ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,ქართული ვაზი და ღვინო’’ 2004 წელს დაარსდა. მათი ერთ-ერთი ბრენდია “ 8,000 ისტორია”. კომპანია აწარმოებს ქართულ ღვინოებს , როგორც კლასიკურ ევროპულს, ასევე ქვევრის ტრადიციულ ღვინოებს.

Fredo handmade

Fredo Handmade ქართულ პროდუქტს ქმნის. აქსესუარები ხელნაკეთია და მზადდება ხის და ტყავის კომბინაციით

ერინიები

ერინიები – ციფრული მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც აერთიანებს სოციალური მედიის მენეჯმენტის, ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის არსს.

PilotsAngel

პირველი ქართული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ავიაციასთან დაკავშირებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.

ბინგო

ჩვენ შევქმენით ონლაინ მაღაზია, რომელიც ორიენტირებულია კლიენტისა და მისი მომხმარებლის საჭიროებებზე. შევიმუშავეთ სხვადასხვა ატრიბუტებზე დაფუძნებული ფილტრები, დავაინტეგრირეთ მობილურ ტელეფონზე ადაპტირებული საგადახდო სისტემა და პერიოდიულად ვმუშაობთ SEO ოპტიმიზაციაზე.

აკა ნანიტა

ჩვენი საყვარელი დიზაინერული ბრენდისთვის შევქმენით ვებგვერდი და გავხადეთ ონლაინ გაყიდვები შესაძლებელი. მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა განსაკუთრებული და ორიგინალური დიზაინი, ისეთი, როგორც თავად ბრენდია. შეგიძლიათ დაათვალიეროთ და გაეცნოთ ახალი სეზონის მოდის ტენდენციებს. მონრემის საგადახდო სისტემა არა მხოლოდ საბარათე გადახდების საშუალებას იძლევა, არამედ საქართველოს ბანკის პლიუს ქულებით გადახდის შესაძლებლობას, რაც თავისთავად, ონლაინ გაყიდვების ზრდის წინაპირობაა.

ლეალტორი

გაიგე მეტი საქართველოში უძრავი ქონების ბაზრის შესახებ. ვებგვერდი იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას კლიენტებისთვის, ბროკერებისა და საბროკერო კომპანიებისთვის. ჩვენ მიერ შეიქმნა Lealtor - ის ვებგვერდი და დაინტეგრირდა ყოველთვიური ავტომატური გადახდები ჩვენი კლიენტისა და მომხმარებლის კომფორტისთვის.

ზალტა

ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ი-კომერსი, რომელიც მომხმარებლამდე მიიტანდა ყველასთვის ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის პროდუქციას : სამკაულებს, ყელსაბამებს, საყურეებსა თუ სამაჯურებს. ზალტა შესაძლებლობას გაძლევთ, უმარტივესად შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და მიიღოთ იგი უახლოეს პერიოდში.

Ofy

OFY - Only For You საქართველოში უკვე რამდენიმე წელია საქმიანობს, მათი მიზანია მომხმარებლების ორიგინალური და განსხვავებული სურვილები რეალობად აქციონ, დაუვიწყარი ემოციები გააღვიძონ და საყვარელ ადამიანებს საუკეთესო საჩუქრები მიუძღვნან.

მარტივი ონბორდინგი

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული ველები თქვენი ბიზნესის დეტალებით. ვერიფიკაციის პასუხი 48 საათში გეცნობებათ. იმისთვის, რომ ვერიფიკაცია გაიაროთ, საჭიროა რეგისტრირებული იყოთ საქართველოში როგორც შპს ან გქონდეთ სამეწარმეო სტატუსი.